ავტორიზაცია
 


ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი - ასე ეძახიან ჩვენსკენ პროცეს, რომელსაც სრულიადში განახებთ. როდესაც ოჯახში იკვლება ღორი, დიდი ზეიმია, რათქმაუნდა მაშინ როცა ღორს კლავ დანით და არა "დრუჟბით". ვინც არიცის ავუხსნი: "დრუჟბით" აქ იგულისხმევა ბენზო ხერხი, რომლითაც შეშას ხერხავენხოლმე. ასეთი დამცინავი სადღეგრძელო იყო ადრე, ლუდით სვავდნენხოლმე - "ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ღორს "დრუჟბით" დაკლავს, რომ მეზობელმა არ გაიგოსო" laugh რაღათქმაუნდა მე ვიხმარე დანა და დაუძახე მეზობლებს, ძმაკაცს და ჩემს განუმეორებელ ქვისლს good სრულიადში ნახავთ ღორის სახელად მაშას ქელეხს. აბა დავიწყოთ

ღორი მაშა, რომლის ქელეხიც იყო და მისი ხორცი საახალწლო სუფრას ამშვენებდა!

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დანით დავკალით მაშა, ეს გმირობა ჩემმა ქვისლმა ჩაიდინა. მაინცადა-მაინც სასიამოვნო სანახავი არარის მარა, რავქნა? დეტალებში მინდა განახოთ რა ხდება.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


დაკვლის შემდეგ მაშა წამოვიღეთ და საოპერაციოზე დავაწვინეთ. კარგი იქნება თუ საოპერაციო მაგიდას ერთი მხარე ოდნავ დახრილი ექნება და თავს იმ მხარეზე მოუქცევთ, ალბათ გასაგებია რატომ.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ქვემოთ რამოდენიმე ფოტოზე ნაჩვენებია ღორის დაწვის პროცესი, არის სხვა ვარიანთიც - გატყავება, მარა ჩვენ შემთხვევაში დაწვაა, იმიტომ, რომ ბარკლები და მხრები ვიჩინაში(ლორში) გაუშვით, ლორში კი ჯობია ტყავიანი ხორცი.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


დაწვა ხშირ შემთხვევაში ხდება ე.წ პრიმუსით.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ყველაფერს ვერ მოგიყვებით მარა ერთს გეტყვით, რომ დაწვას ააქვს თავისი ზომა ისე უნდა დაიწვას ღორი, რომ ხორცი არ დაიწვას და ბეწვები ბოლობდე ამოიწვას კანიდან

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


დაწვის შემდეგ იწყება აბანო: თბილი წყალი, ქვაბების სახეხი და მარჯვე მკლავი.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


აქაც ბევრი ხერხები არსებოს, ზოგი აგურის ნატეხს ხმარობს გასახეხად, ზოგი სალეს ქვას და სხვა... მარა ჩემი ცოლის ძმის თქმით, ქვაბების სახეხი განუმეორებელია.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


აქ უკვე მიმდინარეობს აბანოს ბოლო პროცესი

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


აი აქ უკვე დაბანილია და გახეხილი, ატყობთ ალბათ როგორ გათეთრდა მაშა.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ქვემოთა ფოტოზე ნაჩვენებია როგორ ამოაჭრეს ბიჭებმა რულეტი და მიმდინარეობს ოპერაცია.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ეს უკვე სავიჩინედ გამზადებული ბარკლებია და მხარი

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ეხლა ჩემი ცოლის ძმა და ქვისლი ჭრიამ საყაურმე და სამწვადე ხორცს. მერე ცალკე გავაკეთებ სტატიას, თუ როგორ შევწვათ სუპერ მწვადი

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ქვაბი სადაც საყაურმე ხორცი იყრება

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ზემოთ ვახსენე რულეტები ააჭრეს მეთქი, ეს ის რულეტებია, აი ასე დაახვევთ და ვიჩინასთან ერთად წყალში ჩადებთ, სუპერ გემრიელია

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


აი სამწვადე ცეცხლიც მზადაა ასანთებად და ბიჭებმაც უცებ მიხედეს საქმეს.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ქვისლმა ვეღარ მოითმინა და ელენთა შეაბზრიალა, შამფურზე ააგებ ზედ ბადურას შემოახვევ და ცეცხლს მიუფიცხებ.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


აი ჩვენი მწვადებიც უკვე ალაგია. და ბევრი აღარ აკლია

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


მჟავე ბროწეული და ხახვი არაჩვეულებრივად უხდება მწვადს, ჩვენ ეს ვიცით

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


მწვადი მზადაა, უფფფ, ეხლა მომინდა

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ეს კი ჩვენი სუფრაა, სადაც დავსხედით და მაგრად დაუბერეთ.

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ღორის ქელეხის სუფრას ბევრი საჭმელები არ უხდება, უნდა იყოს კახური ღვინო, მწვანილი, ყველი და პური, მწნილები(მჟავეები) და ეგეთები რა, ნამცხვრები და ტკბილეული აქ არმოდის

ღორის ქელეხი (38 ფოტო + ტექსტი)


ღმერთო უმრავლე ყველა ქართველს ღორის ქელეხები




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +10
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ კახელოს სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up